შავღელეს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
02-06-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით აქტივობები მოეწყო.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს, ინფორმაციები მოიძიეს და სახალისო აქტივობებით გაალამაზეს შეხვედრა.

მოსწავლეებმა ასევე საინტერესო, თემატური ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

​აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203