ჭითაწყარისა და ზედაეწერის საჯარო სკოლების მოსწავლეები რესპუბლიკურ კონფერენციაზე საინტერესო პროექტით წარდგნენ
02-06-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩაერთნენ, მეორე რესპუბლიკურ კონფერენციაში - „ოქროს რიცხვი“, რომელიც ქუთაისში ჩატარდა.

მათ ქიმიის მასწავლებლები - ენვერ არველაძე და მარინე ქვარაია ხელმძღვანელობდნენ.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა პროექტი - „ქალაქ ზუგდიდის წყალანირების სისტემის ლაბორატორიული ანალიზი“ წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულმა პროექტმა დაიმსახურა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რჩეულ ნომინაციაში საუკეთესო პოსტერის ტიტული გარემოს დაცვითი მიმართულებით. მოსწავლეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ შემდგომ პროექტის პრეზენტაცია სკოლაში გაიმართა.

მოსწავლეთა წარმატებას სკოლაში მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203