
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო გარემო შეიქმნა.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ გაიანე განციანის ხელმძღვანელობით, სკოლა ლამაზი ბუშტებით მორთეს.
ისინი საინტერესო აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მესამეკლასელები ასევე აღნიშნული დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: