
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღია ცის ქვეშ მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მათ ასევე თემატური პლაკატები შექმნეს, ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: