
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს.
სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები გაიმართა, რომლებშიც მოსწავლეები ინტერესით, მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ბავშვებს დღე ანიმატორებმა გაუხალისეს.
ზღაპრის გმირებმა კი ბავშვები სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩართეს.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ასევე შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს - იცეკვეს, იმღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
დღე საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: