
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღია ცის ქვეშ ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო შეჯიბრებები მოეწყო. შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.
მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
აქტივობის ორგანიზატორები იყვნენ - კარინე ადამიანი, ალა ევაჯიანი, მათ ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მხარს უჭერდნენ სხვა მასწავლებლები - ვარსენიკ მელტონიანი, გაგიკ მკრტიჩიანი და აიდა ეროიანი.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: