ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საძელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სანახაობა დადგეს
02-06-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შთამბეჭდავად აღინიშნა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, სკოლის ეზოში მუსიკალური, ქორეოგრაფიული და იუმორისტული ნომრები წარადგინეს.

მოსწავლეთა წარმოდგენამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

პატარებისთვის ეს ღონისძიება დასამახსოვრებელი და სახალისო აღმოჩნდა, მათ ერთმანეთს ბავშვთა დაცვის დღე დიდი სიყვარულითა და ხალისით მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203