ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნა
02-06-2023

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში გრანდიოზული სანახაობა მოეწყო, მოსწავლეები სადღესასწაულო ფორმაში გამოეწყვნენ და სკოლაში მიწვეულ ანიმატორებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

ბავშვებმა ბევრი იცეკვეს, იმღერეს, იმხიარულეს და ეს დღე ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203