
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მხიარული და საინტერესო აქტივობებით აღნიშნა.
პედაგოგიურმა კოლექტივმა და მოსწავლეებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს.
მოსწავლეები, სპორტულ მოედანზე გავიდნენ, სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ და ერთმანეთს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.
მოსწავლეებმა 1-ელი ივნისის დაარსების ისტორია მოისმინეს, ამ დღის არსი გაიაზრეს და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერება აიმაღლეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: