
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.
მოსწავლეებმა თემატური პლაკატები დაამზადეს, სასწავლო სივრცე და სკოლის ეზო ფერადოვნად მორთეს და ერთმანეთს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.
მოსწავლეებმა 1-ელი ივნისის დაარსების ისტორია მოისმინეს, ამ დღის არსი გაიაზრეს და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერება აიმაღლეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: