ნაგებერაოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები ნოქალაქევის ციხეგოჯს ეწვივნენ  
02-06-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გასვლითი ღონისძიებით ნოქალაქევის ციხეგოჯი მოინახულეს. 

გასვლით ღონისძიებაში მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აქტივობა 31 მაისს, პროექტ - „ნორჩი არქეოლოგიის“ ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთნენ. 

მოსწავლეები საქართველოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას გაეცნენ, მის ისტორია მოისმინეს და დადებითი შთაბეჭდილებებით აივსნენ. მოსწავლეებმა ასევე იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწვალეებისთვის ეს ღონისძიება დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203