ბარალეთის N2 საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
02-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს.

ღონისძიებაში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ასევე  სახალისო როლებიც მოირგეს, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.

მეთორმეტეკლასელებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და მასწავლებლებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიების მიწურულს კი დამსწრე საზოგადოებამ, კურსდამთავრებულებს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დააწერა და წარმატება უსურვა.

კურსდამთავრებულები ემოციებით დატვირთულები და ამაღლებული განწყობით დაემშვიდობნენ სკოლას. 


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203