განძის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
02-06-2023
 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები მოეწყო. პედაგოგემა იზრუნეს, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ.

მათ საზეიმო განწობას ფერადი ბუშტები და სადღესასწაულოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„გილოცავთ 1 ივნისს. დაე, მსოფლიოს ყველა ბავშვმა მშვიდობიანად და ბედნიერად იცხოვროს, მათი ლამაზი თვალები ყოველთვის იცინოდნენ, მათი სულები ყოველთვის ნათელი და ბედნიერი იყოს. დაე, სამყარო იყოს მშვიდობიანი და მათი ბავშვობა უდარდელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203