„მოვიარე საქართველო“ - ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი
02-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის უფროსკლასელებმა პროექტი: „მოვიარე საქართველო“ განახორციელეს, რომლის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა.

პროექტის დასკვნით ეტაპზე ისინი ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის ღირსშესანიშნავ ადგილებს ესტუმრნენ.

ისინი ამ ადგილების ისტორიულ მნიშვნელობას გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

„მოსწავლეებმა იხილეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, საოცარი რაბათის ციხე, საფარა, მთების უბეში შედგმული მწვანე მონასტერი, ლეგენდარული ხერთვისი, ბორჯომის მშვენიერება“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნული სანახაობებით მოსწავლეები დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებები აღივსნენ.

„27-28 მაისი ერკეთელ ახალგაზრდებს არასოდეს დაავიწყდებათ, რადგან ამ დღეებში მოიარეს საქართველო, მრავალჭირგადახდილი ტაო-კლარჯეთი და ყოველთვის სიამაყით და მადლიერებით მოიხსენიებენ ღირსეულ წინაპრებს, რომ შეგვინარჩუნეს სამშობლოს მიწის ყოველი გოჯი. მთავარი მაინც მამული არის... დიდი მადლობა მშობლიურ სკოლას საქართველოს მოვლაში ფინანსური დახმარებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203