პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება შილდის N2 საჯარო სკოლაში
02-06-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიება ანბანის შესწავლასა და საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულებას მიეძღვნა.

ზეიმზე ბავშვებმა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს, ასევე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა მრავალფეროვანმა წარმოდგენამ დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი და მუსიკის პედაგოგი ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203