ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმტაცი საზეიმო ღონისძიება
02-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სკოლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას, წარმოდგენა - „ანბანის გაცილება“, შესთავაზეს.

მოსწავლეები ამ დღისთვის საზეიმოდ გამოეწყვნენ, სასწავლო სივრცე და სკოლის ეზო სადღესასწაულოდ მორთეს და მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყვეს.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ყველა საგნის მასწავლებლები:

  • მშობლიური ენა (სომხური) - ზინა კაზარიანი;
  • ჭადრაკი - სრაპ გაბრიელიანი;
  • ქართული - ნაზელი სარქისიანი;
  • ბუნება - ანაჰიდ ხოცანიანი;
  • ინგლისური - ინგა მელდონიანი;
  • მათემატიკა - ზამირა ჯანამიანი.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრეთა მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს.

პირველკლასელები ამაღლებული განწყობით სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203