„მომავალი ჩვენია“ - პირველკლასელთა წარმტაცი ღონისძიება ბუკისციხის საჯარო სკოლაში
02-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძება გაიმართა.

ღონისძიებამ -„მომავალი ჩვენია“, დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს. 

ბავშვებმა ასევე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, პატარა მოთხრობების ინსცენირება გაითამაშეს და პირველ სასწავლო წელს საზეიმო განწყობით დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექტორი ციალა მახარაძე მოსწავლეებს ულოცავს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და მათ წინსვლას უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203