საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლე თეკლა კვანჭიანმა მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია
02-06-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლის პროფესონალი გუნდის მთავარი მიზანი რომ მომავალი თაობის განვითარება და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემაა, ამაზე მოსწავლეთა წარმატებები მეტყველებს. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლე თეკლა კვანჭიანმა „ტელესკოლის“ მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და დიდ წარმატებას მიაღწია. საზეიმო დაჯილდოება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართა, სადაც რჩეულ სამეულს გამარჯვების მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

სკოლაში თეკლა კვანჭიანის მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

„დიდი სიამაყით და სიხარულით ვულოცავთ თეკლა კვანჭიანს. სკოლის ადმინისტრაცია ამ გამარჯვებას ულოცავს თეკლას მათემატიკის მასწავლებელს ირმა წითაძეს. უსურვებს, სამომავლოდ მრავალი წარმატებული და მოსწავლე აღეზარდოს“,- ამბობენ სკოლაში. 
 
აღსანიშნავია, რომ მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა წელს მეორედ ჩატარდა. ამ ორი წლის განმავლობაში, მონაწილეობა
7 000-მდე მოსწავლემ მიიღო. წელსაც და შარშანაც ოლიმპიადა ციფრულ სივრცეში მიმდინარეობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203