თბილისის N103 საჯარო სკოლის ანსამბლმა მუსიკალურ ფესტივალში ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება მოიპოვა 
02-06-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლის ანსამბლი „კოკროჭინა“ მუსიკალურ ფესტივალზე წარმატებით წარდგა.

ფესტივალი - „იპოვე ვარსკვლავი შენი“, ორ ეტაპად გაიმართა, სადაც ანსამბლმა ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო მიჯახტაშვილი გახლავთ.

სკოლაში მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მოპოვებულ ჯილდოს, ვუსურვებთ მომავალშიც წარმატებულ შემოქმედებით გზას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203