ჩამდურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვა
02-06-2023

ახლქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.

სკოლის მოსწავლეებმა, ეს დღეს ერთმანეთს სიმღერებით და ლექსებით მიულოცეს, ამის შემდეგ სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს.

მოსწავლეებმა ამ დღის არსი გაიაზრეს, მისი დაარსების ისტორია მოისმინეს და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერება აიმაღლეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203