
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის მეთხეკლასელებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს.
ახლოვდება სასწავლო წლის დასასრული, მეოთხეკლასელები კი, პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის საგანგებოდ გამოეწყვნენ და სასწავლო სივრცე მრავალფეროვანი დეკორაციებით გააფორმეს.
ბავშვებმა ღონისძიებაზე, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც წარმოდგენა კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ამაღელვებელი გახადა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათში კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: