„საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი?!“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
02-06-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები სკოლაში საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს მართავენ.

ამჯერად, სკოლის IX კლასის დამრიგებელმა - ია ბლაგიძემ, ღონისძიება -  „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი?!“ ჩაატარა.

აღნიშნული ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიზნად მოსწავლეებში პატრიოტიზმის გაღვივებას ისახვდა.

„მისი მიზანი ასევე იყო, საქართველოს ეროვნული კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციული სამოსის, სიმღერის, ცეკვის,  პოეზიის პოპულარიზაცია, თითოეულ მოსწავლეში არსებული კომპლექსების გაცნობიერება და აღმოფხვრა, სცენის კულტურის განვითარების ხელშეწყობა, საჯარო გამოსვლის უნარის გაუმჯობესება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეები ქართულ ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„მე-9 კლასში, დიდი სიყვარულის დამსახურებით შევძელით ბევრ სტერეოტიპზე გადაგვებიჯებინა და ღირსეული საქმის ღირსეული წარდგენა გვეჩვენებინა, მადლობა თითოეულ წევრს, თითოეულ მშობელს, თითოეულ ადამიანს ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა... როგორი გრძნობით და ემოციითაც ეს სცენარი დავწერე, როგორი გულითაც ჩემს ბავშვებამდე მივიტანე, როგორი ენერგიითაც ვიმუშავე, ზუსტად ისე დაიხარჯა დღეს თითოეული, ზუსტად ისე დამიბრუნეს ამაგი“, - აცხადებს კლასის ხელმძღვანელი და ღონისძიების ორგანიზატორი - ია ბლაგიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203