უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
ამ დღეს, ღია ცის ქვეშ, მოსწავლის - ნანო სოფრომაძის, როგორც მას სკოლაში უწოდებენ, პატარა ტალანტის, სოლო კონცერტი მიეძღვნა.
ნიჭიერმა მოსწავლემ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღნიშნულ დღეს გამართულ სხვადასხვა აქტივობაში ასევე სკოლის სხვა მოსწავლეებიც მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
მთელი სასკოლო საზოგადოება დადებითი ემოციით დაიმუხტა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: