„არაფორმალური განათლების როლი სწავლებაში“ - ახალქალაქის N1 სკოლის მოსწავლეები საინტერესო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
02-06-2023
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.

​ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ კონფერენციაში, რომლის თემა იყო - „არაფორმალური განათლების როლი სწავლებაში“.

აღნიშნულ კონფერენციაზე მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომი და სკოლის აქტივობები წარადგინეს.

მათ აქტივობების შესახებ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს.

მეათეკლასელებმა შესაძლებლობები, ცოდნა და საჭირო უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

კონფერენცია მოსწავლეთათვის საინტერესო და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონფერენციები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203