
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობა მოეწყო.
მოსწავლეებმა, სასკოლო სივრცე ფერადი ნახატებით გააფორმეს, ბევრი იხალისეს და ეს დღე ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, 1-ელი ივნისის დაარსების ისტორია მოისმინეს და საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: