ჟდანოვის საჯარო სკოლაში, მასწავლებელ ნარინე ხალაჩიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
02-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად კი, მესამე კლასის მასწავლებელ ნარინე ხალაჩიანის ხელმძღვანელობით, შესანიშნავი ღონისძიება - „ჩვენი სამშობლო“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ - წაიკითხეს, ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, სიტყვით გამოვიდნენ და მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ნომერი წარადგინეს. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, რითაც დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანეს. განწყობას ბუშტებითა და სხვადახვა დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203