ვარდისუბნისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
02-06-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.

აღნიშნული სკოლების მოსწავლეები ევროპულ სკოლათა გაერთიანება - „ითვინინგ“ პლატფორმაზე თურქ და ქართველ კოლეგებთან ერთად პროექტში - Different Cultures Common Values, აქტიურად არიან ჩართულნი.  

პროექტის ფარგლებში, ორივე სკოლის მოსწავლეები, 26 მაისის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. მათ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე წარადგინეს.

გარდა ამისა, ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს ბუკლეტები და დაარიგეს სასკოლო სივრცეში. ბროშურაში  ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ იყო დატანილი, რომლის შინაარსობრივი ნაწილის სიზუსტე (მოძიებული მოსწავლეების მიერ) სკოლის ისტორიის წამყავნმა პედაგოგმა ირმა ყეინაშვილმა შეამოწმა.

„პროექტის თანაავტორი ქართულ მხარეში არის ქალბატონი მანანა ბაქრაძე, ხოლო ორივე სკოლის სასკოლო სივრცეში პროექტს  კორდინატორობას უწევს კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თურქმა კოლეგებაც მოგვილოცეს. წარმოგიდგენთ, ჩემი საამაყო და გამორჩეული ბავშვების გამოსვლას ამ კონფერენციაზე, მიხარიხართ და მეამაყებით, უამრავი წარმატება გქონდეთ მომავალშიც! ჩვენი მოსწავლეები დააჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით. უღრმესი მადლობა პროექტის ავტორს ქალბატონ მანანა ბაქრაძეს ამ შესაძლებლობისათვის“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

იხილეთ ცოდნისკარის საჯარო სკოლის ვიდეო:

იხილეთ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203