უჩხოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა 
02-06-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო სოლომონიძემ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. მის მიმდინარეობაში მოსწვალეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შეასრულეს ნახატები და პრეზენტაცია გამართეს. 

მათ ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203