ჟდანოვის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დააგვირგვინეს
02-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლას პირველკლასელები სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

მათ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, რასთან დაკავშირებითაც დაწყებითი კლასის მასწავლებელმა გრეტა ჰაროსიანმა საზეიმო ღონისძიება - „დამშვიდობება ანბანის“, მოაწყო. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მე-5 კლასის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი. პატარები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ულამაზეს ლექსებს ამბობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ნასწავლი მასალა გაიხსენეს და დრო სასიამოვოდ გაატარეს. ღონისძიებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა. 

„ბოლოს კი ხეზე ასოები, ბროწეულის სახით, განათავსეს. ბავშვების მოსალოცად კურდღელიც მოვიდა, რომლებმაც ღონისძიება კიდევ უფრო გაახალისა და ახალი სუნთქვა შესძინა. დარბაზი სავსე იყო, ყველა ძალიან აღელვებული და აღფრთოვანებული იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203