მირაშხანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი აქტივობები მოეწყო
ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქტივობები გაიმართა.
სკოლაში სპორტულ-გასართობი თამაში - „მხიარული სტარტები“ მოეწყო, რომელშიც როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოვალინეს, დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
ისინი ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი და ჰყავდათ ჟიური, რომელმაც გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, მათ სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: