გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკო ლომოურის მოღვაწეობა დააფასეს
04-05-2018
გორის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები ნიკო ლომოურის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღია გაკვეთილში მონაწილეობდნენ. 

ღია გაკვეთილი გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის მემორიალური მუზეუმის ინიციატივით ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, VII კლასის ხელმძღვანელმა ხატია მშვიდობაძემ მოსწავლეებს ცნობილი პედაგოგის ბიოგრაფია გააცნო. პედაგოგი მოზარდებს ასევე მწერლის შემოქმედებაზე ესაუბრა, განსაკუთრებით კი ,,ქაჯანა“ გამოარჩია. 

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა თემაზე -,,გორი და ნიკო ლომოური“ ღია დისკუსია გამართეს.  

ღონისძიების ბოლოს სკოლის აღსაზრდელებმა ნიკო ლომოურის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

გორის მუნიციპალიტეტის მემორიალურმა მუზეუმმა VII კლასი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203