უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილი დაიკავა
02-06-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული და ბეჯითი მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არასოდეს უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, ისინი საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებულ ინტელექტთამაშში მონაწილეობდნენ, რომელიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად კი, უჯარმის სკოლის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. გუნდის წევრებს კი „ბიბლუსის“ ვაუჩერები და სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე აღსანიშნავია, რომ კაპიტნების კონკურსში მეორე ადგილი გუნდის კაპიტანმა - მარიამ ლეკიშვილმა დაიკავა, რომელსაც საჩუქრად სმარტ საათი გადაეცა.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს საპრიზო - მეორე ადგილს და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203