წინარეხის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
02-06-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხალისიანად აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ მინი ღონისძიებაში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე მონაწილეობდა. მათ სიმბოლურად მოხატეს სკოლის ეზო ყვავილებით, საქართველოს დროშით, პატარა კაცუნებით, რითაც ერთგვარი მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიოს ბავშვებსა და მათ უფლებებს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლე-მასწავლებლებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ მათთვის სამშობლო და გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია და ეს ფერადი გარემო სწორედ ბავშვების ლამაზ, ხალისიან, ბედნიერ ცხოვრებას ნიშნავს.

სკოლაში ყველა ბავშვს ბედნიერ, ფერად და ხალისიან ბავშვობას უსურვებენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203