„ჯანსაღი ცხოვრება - უკეთესი ხვალინდელი დღე“ - გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
02-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის -  „ჯანსაღი ცხოვრება - უკეთესი ხვალინდელი დღის“ ფარგლებში, კომპლექსურ დავალებაზე - „ჯანმრთელობისათვის წყლის მნიშვნელობა“ იმუშავეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ ასევე თემატური ნახატები შექმნეს.

მეორეკლასელებმა დავალებაზე მუშაობისას ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203