გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბროშურები შექმნეს
02-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით, საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება - უკეთესი ხვალინდელი დღის“, ფარგლებში კომპლექსური დავალება შეასრულეს და შექმნეს პროდუქტი - ბროშურები.

მოსწავლეებმა დავალებაზე დიდი ინტერესით, ხალისით იმუშავეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მათ ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესსზე, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში მეოთხეკლასელები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203