
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი კონკურსი იმართება.
ამჯერად, სკოლაში შემეცნებითი ვიქტორინა - „ყველაზე ჭკვიანები“ ჩატარდა, რომელშიც სამი გუნდი მონაწილეობდა.
გუნდებს კაპიტნობას ამავე სკოლის პედაგოგები უწევდნენ. გუნდ „მოაზროვნეების“ კაპიტანი-გულიკო ელოშვილი, „პირველების“ კაპიტანი - როდამი მაისურაძე, ხოლო „საუკეთესო ხუთეულის“ კაპიტანი - ნათია ელოშვილი იყვნენ.
ვიქტორინა ოთხ სხვადასხვა ეტაპს მოიცავდა, რომელიც ბევრი საინტერესო და სახალისო კითხვისაგან შედგებოდა.
აღნიშნული ვიქტორინის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებში სწავლის საჭიროების დანახვა, გუნდური მუშაობის, შემეცნებითი აზროვნების და სხვა უნარების განვითარება იყო.
ვიქტორინის ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი, რომელიც გახდა, პედაგოგ გულიკო ელოშვილის გუნდი - „მოაზროვნეები“.
მონაწილეებს სიგელები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქრები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: