მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებისთვის გამართულ საგანმანათლებლო შეხვედრას დაესწრნენ
02-06-2023

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლე-მასწავლებლები კი სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

„სიქას“ ორგანიზებით რუსთავში, სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022-2023 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებისთვის, გაიმართა. 

შეხვედრას პროგრამის პარტნიორი რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელი ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძემ 2022-2023 აკადემიური წლის შედეგების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორული ქსელის მენეჯერი, PH International-ის წარმომადგენელი თამარ ფრუიძე. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიმდინარე საქმიანობა პროგრამის ფარგლებში მიმოიხილა ლიანა ღუღუნიშვილმა - სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში. დამსწრეებს სიტყვით მიმართა და პროგრამის მონაწილეებს მიულოცა „სიქას“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა - პავლე თვალიაშვილმა. 

„მოსწავლეთა თვითმმართველობებმა გააზიარეს საკუთარი წარმატებული გამოცდილება, ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული მცირე გრანტის პროექტების შესახებ, სკოლა - ბიზნეს ფორუმის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები წარმოადგინეს“,- ვკითხულობთ გავრცალებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203