
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეული მიმდინარეობს.
აღსანიშნვია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა, სწორედ ამას ემხასურება მიმდინარე კვირეულიც.
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის მოეწყო მარათონი, სადაც გამოვლიდნენ გამარჯვებულები. მოსწავლეებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ, გამართეს დისკუსია და აღნიშნეს, რომ ბავშვების ინტერესები უნდა იყოს აუცილებლად დაცული. მათ გამოხატეს აზრი, რომ დაუცველობის შემთხვევაში თვითონაც გაუწიონ ერთმანეთს თანადგომა.
როგორს სკოლაში ამბობენ, მოსწავლებმა ბავშვთა უფლებებსა და მათ დაცვაზე ნახატები, კედლის გაზეთები დაამზადეს.
„ნახატიდან გამომდინარე აღნიშნეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დაცულნი უნდა იყვნენ. მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაციები და გააცნეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს, სწორედ ბავშვი და მისი უფლებების დაცვა წარმოადგენს. ნახეს რამდენიმე ანიმაციური ფილმი ბავშვის უფლებათა კოდექსისა და ნაადრევი ქორწინების შესახებ, სადაც მოსწავლეებმა აღნიშნეს, თუ სად დაირღვა ბავშვთა უფლებები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: