„ქვეყნის სიმბოლოების ცვლილების ამსახველი პრეზენტაცია“ - ნამაშევის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება 
02-06-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში, მე და საზოგადოების მასწავლებელმა - მინდია გველებიანმა, კომპლექსური დავალება -  „ქვეყნის სიმბოლოების ცვლილების ამსახველი პრეზენტაცია“ განახორციელა.

აღნიშნული დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოაჩინეს რა ცვლილება განიცადა დღემდე საქართველოს სახელმწიფო გერბმა და დროშამ.

„მათ ასევე, საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნეს ჩვენი ქვეყნის მომავალი სიმბოლო“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ კომპლექსური დავალების დასკვნით ეტაპზე, ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს, რომლის დროსაც ისაუბრეს, თუ რა ინფორმაციას „ინახავს“ წარსულის შესახებ ძველი სიმბოლოები, რა შეიცვალა და რა დარჩა უცვლელი სახელმწიფო  სიმბოლოებში, როგორ და რატომ განიცადა ცვლილება მათმა შექმნილმა „მომავლის სიმბოლომ?“

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე დიდი მონდომებით იმუშავეს და ნამუშევრები საინტერესო ინტერპრეტაციით შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დავალებები და პრეზენტაციები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203