დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პერფორმანსი მიუძღვნეს
02-06-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
სკოლის ღია მოედანზე, მე-6 კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელ ელიზა ღლონტის ხელმძღვანელობით, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი წარადგინეს.
ისინი სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეების პერფორმანსი პოეზიით, მუსიკითა და ცეკვებით იყო გაჯერებული, რამაც როგორც სკოლაში გვიყვებიან, დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს