
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი აქტიურ კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ცენტრის ბაზაზე არსებობს თექის სახელოსნო - „იალაღი“, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და წარმოჩენის შესაძლებლობა აქვთ.
საქარათველოს საპატრიარქოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრთან არსებულმა თექის სახელოსნომ - „იალაღი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე სახელოსნოში შექმნილი თექის მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოიფინა. სტენდმა დამთვალიერებლის დიდი ყურადღება და მოწინება დაიმსახურა. სახელოსნოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელი მარინა ქარდავა ხელმძღვანელობს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის სახელით, ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ფიფიამ მადლობა გადაუხადა მარინა ქარდავას პედაგოგიურ საქმიანობაში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, მოსწავლე -ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისათვის!
იხილეთ ფოტოები: