
ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებები და გაკვეთილები ტარდება.
ამჯერად, სკოლის IV კლასში, რომლის დამრიგებელი ინგა ჩხიკვაძეა, ღონისძიება: „ენა დედაა ერისა“ გაიმართა.
„მოსწავლეებმა უნიკალური წიგნის „დედაენის“ შესახებ ბევრი გაიგეს და ინფორმაცია მიიღეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაზე ისინი იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა გაიღრმავეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
„მოსწავლეები დარწმუნდნენ იმაში, რომ ენას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ისინი მიხვდნენ, რომ მხოლოდ დედაენა არის ენა გულისა, გრძნობისა, სხვა ენა აქ ყოვლად უძლურია. მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: