რუსთავის N23 სკოლის მე-4 კლასელებმა ბავშვთა დაცვის დღე სპორტულ-გასართობი ღონისძიებით აღნიშნეს
02-06-2023

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაული გაულამაზეს და სახალისო აქტივობებში ჩართეს. 

სკოლის მე-4 კლასელებმა ბავშვთა დაცვის დღე მხიარულად, „მხიარული სტარტებით“ აღნიშნეს. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. დღესასწაული იზეიმეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და წარმოადგენს შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203