
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფინანსური განათლების ონლაინ კურსი წარმატებით გაიარეს.
კურსში VII, VIII, IX კლასების მოსწავლეები, მასწავლებელ ზინაიდა ლორიას ხელმძღვანელობით, იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ კურსი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მიზანი მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება გახლდათ.
კურსი შედგებოდა სამი გაკვეთილისგან და მოიცავდა შემდეგ თემებს:როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილებს ატარებდნენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ონლაინ, zoom-ის პლატფორმის საშუალებით, 3 კვირის განმავლობაში (კვირაში 1 გაკვეთილი).
აღნიშნული კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ის ცოდნა და უნარები, რომელიც დაეხმარება მათ გონივრულად მართონ საკუთარი ფინანსები, მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები და თავდაჯერებულნი იყვნენ ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებელს სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: