
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საკლასო ღონისძიებით შეაჯამეს.
ისინი სკოლას ზეიმით დაემშვიდობნენ. პატარა მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
კლასის დამრიგებელმა აიშე ფევაძემ პირველკლასელებს სასწავლო წლის დამთავრება მიულოცა და მონაწილე მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა.
იხილეთ ფოტოები: