„ექვთიმე თაყაიშვილი - ღვთისკაცი“- ბუთურაულის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა თანატოლებს საქართველოს განძის მცველის ღვაწლი გააცნეს
02-06-2023

იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა - ბულბული მგელაძემ საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩაატარა.

მის ფარგლებში, VIII კლასის მოსწავლეებმა პროექტი თემაზე - „ექვთიმე თაყაიშვილი - ღვთისკაცი“ სლაიდების საშუალებით წარადგინეს. მათ ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია მოიძეს, ისაუბრეს მისი დიდი ადამიანობისა და სამშობლოსა თუ ემიგრანტობის პერიოდში თავდადების შესახებ. მოსწავლეებმა თანატოლებს ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც განძის დამცველი და ღვთისკაცი ისე გააცნეს. 

აქტივობაში ყველა მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ ინფორმაცია გაცვალეს, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, აღნიშნული პროექტი ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაციას, მოსწავლეთა კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და  უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ორი კვირის შუალედში მუშაობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203