ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის ოქროს მედლის კანდიდატი გვანცა მაზიაშვილი დაჯილდოვდა
02-06-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა გვანცა მაზიაშვილმა წარჩინებით დაამთავრა.

2023 წლის კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია.

აღსანიშნავია, რომ 27 მაისს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოვება გაიმართა, სადაც გვანცაც დიდი სიამაყით იყო წარდგენილი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და მას წინსვლას უსურვებენ.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203