არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
02-06-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სპორტული შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“, დაწყებითი საფეხურის კათედრის მასწავლებლების: ნანა წიკლაურის, ლია აფციაურის, ელზა ქავთარაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო თამაში შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი დაიგეგმა ევროსაბჭოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, ფარგლებში.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ აქტივობის მიზანია - დაწყებითი საფეხურიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს