დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ
02-06-2023

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ აქტივობასა და შეჯიბრში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ, რომელიც ეროვნულმა არქივმა ჩაატარა.

„მადლობა ამ საოცარ გუნდს, წარმატებებს გისურვებთ მომავალში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა კონკურსში შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„მადლობას ვუხდით ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიას ჩვენი ტრანსპორტირებით უზრუნველყოფისათვის, მადლობა ჩვენი სკოლის ერთგულ მეგობარს - ვაჟა ჩერქეზიშვილს გვერდით დგომისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე სკოლაში აქტიურად ზრუნავენ და მათ წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203