ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კონფერენცია მიეძღვნა
02-06-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავენ ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულებს.
შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ისტორიის პედაგოგის, ნანა ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა კონფერენცია, რომელიც ეხმაურებოდა რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვან ურთიერთობას.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს ყველა იმ დაბრკოლებაზე, რომელიც გადახდა საქართველოს, სანამ ის დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და სკოლის დირექცია.